loader

გოგი წულაია დუმილს არღვევს და პირადზე საუბრობს - "დამ­ბლო­კა და მე­გობ­რო­ბას რო­გორ გა­ვუგ­ზავ­ნი­დი?!. თურ­მე ას­მათს აწუ­ხე­ბო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგი წულაია დუმილს არღვევს და პირადზე საუბრობს - "დამ­ბლო­კა და მე­გობ­რო­ბას რო­გორ გა­ვუგ­ზავ­ნი­დი?!. თურ­მე ას­მათს აწუ­ხე­ბო"

პო­ლი­ტი­კო­ს გოგი წუ­ლა­ი­ას საფ­რან­გეთ­მა თავ­შე­სა­ფარ­ზე უარი უთხრა და უკვე მე­სა­მე თვეა, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფ­რის მი­ღე­ბას ბელ­გი­ა­ში ცდი­ლობს. ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ საფ­რან­გეთ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნებ­მა იმოქ­მე­და. მისი თქმით, რო­დე­საც ერთი წლის წინ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა, სჯობ­და პირ­და­პირ ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი­ყო.

შე­გახ­სე­ნებთ, პო­ლი­ტი­კო­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 2021 წლის 17 მარტს და­ა­კა­ვეს, მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა 3 თვით მი­ე­სა­ჯა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სი შიმ­ში­ლობ­და, რის გა­მოც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი სა­პა­ტიმ­რო­დან იმა­ვე წლის 1-ელ ივ­ლისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლემ ად­ვო­კა­ტის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მას 6 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ და­ე­თან­ხმა და სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა, რაც თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და მსჯავ­რდე­ბულს 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა. ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ტი­კო­სი უკვე ქვეყ­ნი­დან იყო წა­სუ­ლი და თავ­შე­სა­ფარს საფ­რან­გეთ­ში ითხოვ­და

- ბა­ტო­ნო გოგი, სად ცხოვ­რობთ ახლა, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში და რა სტა­ტუ­სით?

- ახლა ბელ­გი­ა­ში ვარ, ბრი­უ­სელ­თან ახ­ლოს პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში. აქ მცხოვ­რებ­ლებს "დუბ­ლი­ნე­ბი" გვქვია. მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ბარ­დე­ბი­ან და იქ ვერ მი­ი­ღე­ბენ სტა­ტუსს, შემ­დეგ გა­და­დი­ან სხვა ქვე­ყა­ნა­ში, ასეთ ადა­მი­ა­ნებს "დუბ­ლი­ნებს" ეძა­ხი­ან. მე თა­ვი­დან საფ­რან­გეთ­ში ჩავ­ბარ­დი.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ხართ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი?

- დიახ, საფ­რან­გეთ­შიც მასე ჩავ­ბარ­დი და შევ­ცდი, რომ იქ ჩა­ვე­დი, მაგ­რამ იქ ნაც­ნო­ბე­ბი მყავ­და, ვის­თა­ნაც ღა­მეს გა­ვა­თე­ნებ­დი. სა­ბო­ლო­ოდ საფ­რან­გეთ­მა არ მომ­ცა თავ­შე­სა­ფა­რი. კარ­გი ბიჭი ხარ, გვჯე­რა, რომ პო­ლი­ტი­კო­სი ხარ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო კარ­გი და უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნაა, კარ­გი სა­სა­მარ­თლო გაქვთ, წადი და ეგე­ნი გა­გა­სა­მარ­თლე­ბე­ნო. ჩემი შეც­დო­მა იყო იქ ჩას­ვლა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე და სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნე­რია, თან ბიზ­ნე­სი აქვს ამ ქვე­ყა­ნა­ში. ალ­ბათ აქვს რა­ღაც გავ­ლე­ნე­ბი. თან ვამ­ბობ­დი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჩემი პი­რა­დი მტე­რია-მეთ­ქი და ვინ მომ­ცემ­და თავ­შე­სა­ფარს?!

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც ბელ­გი­ა­ში გა­დახ­ვე­დით?

- სამი თვე იქ­ნე­ბა, 14 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვე­დი აქ და თა­ვი­დან და­ი­წყო პრო­ცე­სი. ჯერ­ჯე­რო­ბით ნორ­მა­ლუ­რად მი­დის, მი­სა­მარ­თიც მაქვს და ახლა ვცხოვ­რობ "დუბ­ლი­ნე­ბის" სახ­ლში. ამ წუ­თას ამ შე­ნო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან. ერთი ოჯა­ხია - ცოლ-ქმა­რი, შვი­ლე­ბით, ასე­ვე ორი ქალ­ბა­ტო­ნია მე­უღ­ლე­ე­ბის გა­რე­შე, ძა­ლა­დო­ბის მხვერ­პლე­ბი არი­ან, მე ვარ, ორი მამა-შვი­ლი და ერ­თიც ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია პან­კი­სი­დან. თა­ვი­დან ბელ­გი­ა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ერთი ქარ­თვე­ლი იყო და ახლა ძა­ლი­ან იმა­ტა. საფ­რან­გე­თი გავ­სე­ბუ­ლია ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბით, ძი­რი­თა­დად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით ბარ­დე­ბი­ან და ვი­საც უარს ეუბ­ნე­ბი­ან, ბელ­გი­ა­ში გად­მო­დი­ან. აქ რომ მო­ვე­დი, 300 კაცი იდგა რიგ­ში და მარ­ტო ვი­ყა­ვი ქარ­თვე­ლი. ერთ თვე­ში უკვე ბევ­რი შე­მო­ე­მა­ტა. რო­გორც ვიცი, ბელ­გი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უ­ჩე­რა უსაფრ­თხო ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი და აქ იმი­ტომ მო­დი­ან, მაგ­რამ ახლა ამ­ბო­ბენ, თით­ქოს და­უბ­რუ­ნაო. არ ვიცი, არ წა­მი­კი­თხავს მე დო­კუ­მენ­ტი.

- საფ­რან­გეთ­მა უარი გი­თხრათ, მაგ­რამ ვი­ცით, რომ იგი­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რებს, პო­ლი­ტი­კო­სებს, არა­ერ­თს მი­უ­ღი­ა თავ­შე­სა­ფა­რი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ანა­ში.

- ამე­რი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არ და­ი­ჯე­როთ, საფ­რან­გე­თი თავ­შე­სა­ფარს ძა­ლი­ან ძნე­ლად იძ­ლე­ვა. ის, ვინც ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კუ­რით ვბარ­დე­ბიო, 90 პრო­ცენ­ტი ჩა­ბა­რე­ბუ­ლია სულ სხვა მი­ზე­ზით, მა­გა­ლი­თად, რო­გორც სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ტრანსგენ­დე­რი. არ და­ვიტ­რა­ბა­ხებ, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით რომ იძ­ლე­ოდ­ნენ თავ­შე­სა­ფარს, საფ­რან­გე­თი პირ­ველ რიგ­ში მე მომ­ცემ­და. ცნო­ბი­ლიც ვარ, ყვე­ლა არხი და "იუ­თუ­ბი" აჭ­რე­ლე­ბუ­ლი იყო ჩემი ფო­ტო­ე­ბით. ცი­ხე­შიც ვი­ჯე­ქი, სა­სა­მარ­თლოც მქონ­და. ახალ­გაზ­რდე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რო­გორც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი, ისე ჩა­ბარ­დნენ, არა­და, სუ­ლაც არ არი­ან ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი...

- წარ­მო­იდ­გენ­დით, რომ ამ ასაკ­ში ემიგ­რან­ტი გახ­დე­ბო­დით?

- 61 წლის კაცი ვარ და ჩემ აქ ჩა­მოს­ვლამ­დე ორი თვით ადრე ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, ემიგ­რან­ტი გახ­დე­ბიო, მგო­ნია, თავ­ში აგურს ჩა­ვარ­ტყამ­დი, არა, მო­ძა­ლა­დე კი არ ვარ, ისე ვამ­ბობ, სი­ტყვის მა­სა­ლად. ბოლო დღე­ებ­ში, სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს დავ­ტო­ვებ­დი, მი­თხრეს, რომ და­ჭე­რას მი­პი­რებ­დნენ, რად­გან იმ ქალ­ბა­ტონ­მა იჩივ­ლა, თით­ქოს "ფე­ის­ბუ­ქით" გა­ვუგ­ზავ­ნე მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, დამ­ბლო­კა და მე­გობ­რო­ბას რო­გორ გა­ვუგ­ზავ­ნი­დი?! სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ამ­ტკი­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე. მას დამ­ცა­ვი ორ­დე­რი მის­ცეს, მე კი სახ­ლში მო­მად­გნენ და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი გა­მო­მი­წე­რეს, თურ­მე ას­მათს აწუ­ხე­ბო. ამ ორ­დე­ნის შემ­დეგ ყო­ველ წუთ­ში შე­ეძ­ლო პო­ლი­ცი­ას ჩემი და­კა­ვე­ბა. 17 იან­ვარს გა­ვა­სა­ჩივ­რე და რო­დე­საც ისევ და­მი­ტო­ვეს დამ­ცა­ვი ორ­დე­ნი, მივ­ხვდი, რომ სა­ცი­ხედ ვი­ყა­ვი გამ­ზა­დე­ბუ­ლი. საფ­რან­გეთ­ში 28 დე­კემ­ბერს გა­მოვფრინ­დი. ჯობ­და ამე­რი­კა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ევ­რო­პა არ უნდა ამერ­ჩია, მი­თ უ­მე­ტეს, საფ­რან­გე­თი. განაგრძეთ კითხვა