loader

"ელენეს 10 მეგობარი ამ ამბის შემდეგ "ბასიანიდან" ჩემთან მოვიდა; ამბობენ, რომ..." - რას ამბობს მამა შალვა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ელენეს 10 მეგობარი ამ ამბის შემდეგ "ბასიანიდან" ჩემთან მოვიდა; ამბობენ, რომ..." - რას ამბობს მამა შალვა?

თქვენს განცხადებებს ახალგაზრდების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

- ყველას დავლოცავ, ღვთის კურთხევა­ და სიკეთე არ მოაკლოს მათ ღმერთმა. მათაც ისე ვუყურებ, როგორც ჩემს შვილებს,­ მათზეც ვლოცულობ. მათ ვეტყვი, რომ ეს გართობა მარადიული ცხოვრების დაკარგვად არ ღირს. ამაზე თვალის დახუჭვა როგორ შეიძლება? ღვთის წინაშე რომ წარვდგები, რა ვთქვა?! ღმერთმა მომცა სიტყვა და ამ სიტყვას ვიტყვი. ბავშვობიდან მინდოდა, ჩემი ერის მსახური ვყოფილიყავი. ელენეს 10 მეგობარი ამ ამბის შემდეგ "ბასიანიდან" ჩემთან მოვიდა. ყველა მომხმარებელი არ არის, ზოგი გასართობად შევიდა საცეკვაოდ და არ შეხებია ნარკოტიკს, თუმცა სასმელს სვამენ. როგორც ისინი ამბობენ, თუ თრობის ქვეშ არა ხარ, იმ მუსიკას ვერ მოისმენ. ელენეს მეგობრები, ღვთის მადლით, წამალდამოკიდებულები არ არიან და უნდათ ცხოვრების წესი შეცვალონ.

ჩვენ კარგი თაობა გვყავს, ჩვენს შვილებს უნდა დავანახოთ, რომ ეს სამყარო თრობის გარეშეც ულამაზესია. ამის დანახვას არ სჭირდება არც ალკოჰოლი და არც ნარკოტიკი. ძალიან მძიმეა მოძღვრისთვის, როცა იგებ, რომ ვიღაცას ვეღარ გაუძლო ფსიქიკამ და თავი მოიკლა. მოდიან მერე შენთან და შენ წესსაც ვეღარ უგებ. მაგალითად, საბურთალოზე ბიჭი რომ დაიღუპა, მან ჯერ ვენები გადაიჭრა, მერე ყელში დანა გამოისვა და მეხუთე სართულიდან გადახტა, მას წესიც ვერ ავუგეთ. რატომ არ უგებთ წესსო, ამაზეც მეკამათებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეხებაც არა აქვთ ეკლესიასთან. ადამიანის ცხონება-არცხონება ღმერთზეა დამოკიდებული. როცა ადამიანი თავს იკლავს, ის საკუთარი ნებით უარს ამბობს ამ მსახურების ჩატარებაზე, ღვთისმსახურებაზე. ღვთის იმედი არა აქვს და იმიტომ იკლავს თავს. ასე გარდაცვლილის ოჯახს პირადი ლოცვა შეუძლია, მაგრამ პანაშვიდის გადახდა არ შეიძლება. კიდევ ერთს გეტყვით - იმ კლუბებში ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს და მხოლოდ სასმელს სვამს, მათაც უყრიან რაღაცებს სასმელში. რამდენიმე თვის წინ ერთ გოგონას "ბასიანში" კოქტეილში რაღაც ჩაუყარეს და ისე გაითიშა, არაფერი ახსოვს. ბიჭებმა მთელი ღამით წაიყვანეს სადღაც და მერე ქუჩაში დატოვეს. ამბობს, დილით რომ გავიღვიძე, მთელი სხეული მტკიოდაო. ამაზეც დავხუჭოთ თვალი?ხელისუფლება იმიტომ არსებობს, რომ ჩვენს შვილებს მიხედოს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანაში მსგავსი რაღაცები არ ხდებოდეს. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ეს ერის გენოციდია. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. ჩვენ დასაღუპავი შვილები არა გვყავს. ლუდომანიასა და ნარკომანიას არ უნდა შევწიროთ ისინი, უნდა მივხედოთ. გააგრძეთ კითხვა