"ამას არც მალავდა, ჩემთან მიმოწერაში იმყოფებოდა... თბილისში არ მაქვს არცერთი ბინა" - მიხეილ სააკაშვილი კორუფციასთან ბრძოლაზე
მე, დღეს, სპეციალურად, პიჯაკების საქმეზე ჩავიცვი პიჯაკი, ესაა ნივთმტკიცებულება, რომელიც მე არ უნდა მქონდეს - თავისთავად ის, რომ ეს პიჯაკები მაქვს მე, მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სასაცილოა და იურიდიულად გაუმართავია ეს თეთრი ძაფებით შეკერილი საქმე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის არის ანტიკორუფციული მოძრაობის სიმბოლო და როცა მას ამაზე ასამართლებენ, ეს არის ქართველი ხალხის და მთელი მსოფლიოს დაცინვა.