loader

"რომ მიადგით ის კომპლექსი მთას და ის მთა მყისიერად ზვავსაშიშია, რა უნდა ამის მიხვედრას - რა 8 ბალი, ხალხო!" - რას წერს თეა გოდოლაძე ბახმაროში მასშტაბურ პროექტზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რომ მიადგით ის კომპლექსი მთას და ის მთა მყისიერად ზვავსაშიშია, რა უნდა ამის მიხვედრას - რა 8 ბალი, ხალხო!" - რას წერს თეა გოდოლაძე ბახმაროში მასშტაბურ პროექტზე?

სეისმური მონიტორინგის დირექტორი თეა გოდოლაძე ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას, რომელმაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"2 დღის წინ ჩემი ყოფილი სტუდენტი მოვიდა, ხალასი, ნათელი და ძალიან კარგი გოგო ბათუმიდან. თეა, რას ფიქრობთ ბახმაროს კომპლექსზე და არსებულ გეოლოგიურ დასკვნაზეო. მოვძებნეთ საპროექტო წინადადება და ჩამოვტვირთეთ გეოლოგიური დასკვნა. გეოლოგიური კვლევის რეპორტი არაა ატვირთული, მხოლოდ საექსპერტო დასკვნაა, სტანდარტული და მშრალი, ისევ საბჭოთა 8 ბალით და სგე-ებით. ხალხნო, ვიდრე დასკვნებს დაწერთ, ხომ ხვდებით, რომ ამ ეკონომისტებმა და იურისტებმა ფერდის დახრილობა რა არის, არ იციან, მაღალი პრესიპიტაცია რა არის, არ იციან. რომ მიადგით ის კომპლექსი მთას და ის მთა მყისიერად ზვავსაშიშია, რა უნდა ამის მიხვედრას. რა 8 ბალი, ხალხო! რაღა დროს 8 ბალია! მოაცილეთ შენობები მდინარის ჭალას. ტექტონიკურად არამდგრად რეგიონებში მთის უხარისხო ბეტონით გავსება არ შეიძლება. ჩადით მთის კურორტებზე. ხის კონსტრუქციებია ძირითადად. ეს საწყალი ბაკურიანი ხომ ამოაბეტონეთ, ახლა ბახმაროს მიადექით", - წერს თეა გოდოლაძე.