loader

რუსეთმა ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა - რუსეთის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთმა ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა - რუსეთის გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს ის სულ მცირე 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)

სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა, " - წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, "აზოვსტალის" დატოვების დროს ჩავარდა. გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და აქამდე, მებრძოლის ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.