loader

"იცით, როგორი დაძაბულები არიან მღვდლები, სტუმრად მოსულმა შეიძლება მკითხოს, გარეთ რომ მანქანა დგას, ვისიაო, ანუ ეჭვობს, ხომ არ გვითვალთვალებს - სასაუბროდაც ისეთ ქსელებს ირჩევენ, რომ არ ისმინებოდეს..." - რას ჰყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცით, როგორი დაძაბულები არიან მღვდლები, სტუმრად მოსულმა შეიძლება მკითხოს, გარეთ რომ მანქანა დგას, ვისიაო, ანუ ეჭვობს, ხომ არ გვითვალთვალებს - სასაუბროდაც ისეთ ქსელებს ირჩევენ, რომ არ ისმინებოდეს..." - რას ჰყვება დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი?

ვებგვერდმა kvirispalitra-მ (https://kvirispalitra.ge/article/) დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილთან საინტერესო, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა, მათ შორის, მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურისთვის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების საკითხს.

ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობს, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ გარკვეული ტიპის დაპირისპირებები, გაუგებრობებია მღვდელმსახურებს შორის, დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი პასუხობს:

"სამწუხაროდ, დაძაბულობა, არეულობა, შინაგანი შფოთი და სკანდალების სერია ბოლო წლებში დაიწყო, განსაკუთრებით. მანამდე ნაკლებად იყო. მიფიქრია ამაზე, ალბათ რაღაც მოხდა, ჩვენთვის უცნობი... ბოლო ათწლეულში ყველაფერი შეიცვალა... სასულიერო პირები ერთმანეთთან ძველ დროს ვიხსენებთ ხოლმე, იმ სტაბილურობას, სიმშვიდეს, რომელიც გვქონდა და რომელიც ახლა შორეულ მოგონებად გადაიქცა. ამას არ ვმალავ. იცით, როგორი დაძაბულები არიან მღვდლები, სტუმრად მოსულმა შეიძლება მკითხოს, გარეთ რომ მანქანა დგას, ვისიაო, ანუ ეჭვობს, ხომ არ გვითვალთვალებს. სასაუბროდაც ისეთ ქსელებს ირჩევენ, რომ არ ისმინებოდეს... საყოველთაო პრობლემაა.

ბიუჯეტზე, სასულიერო პირების ცხოვრებაზე სიუჟეტები კეთდება, აჯაფსანდალი მივიღეთ და ეს გრძელდება, დუღილის პროცესშია, არ გადაიარა და ამას ემატება ხელოვნურად შექმნილი, გარკვეული ტიპის პრობლემები, თუნდაც, მამა პეტრეს შემთხვევაში, მასთან დაკავშირებული გარკვეული გაუგებრობა."

ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://kvirispalitra.ge/article/114299-sheizleba-me-ar-momcons-sheni-potogalerea-magram-es-imas-ar-nishnavs-rom-amis-gamo-chemi-megobari-agar-iqo-chven-sul-sxva-upro-didi-girebulebebi-gvaertianebs-ras-hqveba-dekanozi-teimuraz-tatarashvili-petre-kolxze/?fbclid=IwAR1e2BVLdeC2fFLcgHvgerovEXQVf-oMdlx4wjhebkl4RaHSUI6DhjfQjIA