ado.slave('adoceanadvertlinegezdhtljqjof', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });
საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია გან...
Autoplay
ado.slave('adoceanadvertlinegeweojpwjoya', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

19:30 / 20-02-2024

"უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან - მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული", - ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს.

“დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკო-ს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული.

შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!“,- ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ახლა კითხულობენ

ბოლო სიახლეები

პოპულარული

ado.slave('adoceanadvertlinegetffqcudtev', {myMaster: 'z9JRWckEHHuzRKwjFZt5PmaJ7uf1L5tA6rGI.raLeV7.J7' });

საქართველოს პრეზიდენტი “საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა