loader

ვირტუალური რეალობის სათვალე - საქართველოში უცნაური სათვალით მოსიარულე ადამიანები გამოჩნდნენ: რა არის The Vision Pro და რა ფუნქციები აქვს მოწყობილობას, რომლის შემქნელებიც მას - "რევოლუციურს" უწოდებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვირტუალური რეალობის სათვალე - საქართველოში უცნაური სათვალით მოსიარულე ადამიანები გამოჩნდნენ: რა არის The Vision Pro და რა ფუნქციები აქვს მოწყობილობას, რომლის შემქნელებიც მას - "რევოლუციურს" უწოდებენ

კომპანია Apple–ის ამ წლის მთავარი პროდუქტი, ვირტუალური რეალობის სათვალე – The Vision Pro საქართველოში უკვე პოპულარობით სარგებლობს. აღმოჩნდა, რომ დღეს უკვე ხშირად შეხვდებით როგორც ქუჩაში, ასევე სხვადასხვა კომპანიებში აღნიშნული სათვალით მოსიარულე თუ მომუშავე ადამიანებს.

Vision Pro აუგმენტური, შერეული რეალობის მოწყობილობაა, თუმცა, სრულად ვირტუალურ რეალობაზე გადართვაც შეუძლია.

Vision Pro მისთვის შექმნილი ოპერაციული სისტემით — visionOS-ით მუშაობს. მას თვალებზე მორგებული სათვალით ხედავთ.

აღნიშნული სათვალით, თქვენ შეძლებთ, ამა თუ იმ აპლიკაციის აიკონზე დააკლიკოთ და ასე მოითხოვოთ ამა თუ იმ ბრძანების შესრულება, ასევე, მუშაობს ხმოვანი ასისტენტიც.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციაში ნანახი ვიზუალები რეალურობის განცდას ტოვებს, მომხმარებელი არ იქნება იზოლირებული თავისი რეალური გარემოდან.