loader

მძიმე კადრები საგარეჯოდან - ლეგენდარული ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები საგარეჯოდან - ლეგენდარული ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს

ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაკრძალეს. 14 საათამდე სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, ძველი სპორტის სასახლეში მიმდინარეობდა. მის ხსოვნას პატივი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, პოლიტიკოსებმა მიაგეს. ლევან თედიაშვილი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლევან თედიაშვილი 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

ვიდეო: Sagarejo • საგარეჯო