loader

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომობილი დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ ბათუმში 21 წლის კურიერს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე, კურიერს ავტომანქანა დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.

დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა.

„ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“, – გვეუბნებიან კლინიკაში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.

წყარო