loader

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

პატრიარქსა და მღვდელმთავრებს შორის ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდისა და აზარტული თამაშების რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

„20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან.

განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკის და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა.

გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია განცხადებაში.