loader

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები - პოლონეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს მანქანა შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ავარიის უმძიმესი კადრები - პოლონეთში საქართველოს ოთხ მოქალაქეს მანქანა შეეჯახა

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში საქართველოს 4 მოქალაქეს მანქანა შეეჯახა. დაშავებულია ორი ზრდასრული მამაკაცი და ორი 13 წლის მოზარდი, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც 90 წლის კაცი მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე შევარდა და ქვეითად მოსიარულეებს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა გუშინ, 19 თებერვალს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15 საათის შემდეგ მოხდა.