ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები რუსთავიდან
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავში, ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარედ, ერთმანეთს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთში მოახერხეს სიტუაციის განმუხტვა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 1 პირი დააკავა.