loader

“ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რის გამო მოკლა პუტინმა ალექსეი და მალე ამის შესახებ მოგიყვებით! დავასახელებთ გვარებს და გაჩვენებთ სახეებს“ - იულია ნავალნაიას თქმით, ქმრის საქმეს ის გააგრძელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენ ვიცით, კონკრეტულად რის გამო მოკლა პუტინმა ალექსეი და მალე ამის შესახებ მოგიყვებით! დავასახელებთ გვარებს და გაჩვენებთ სახეებს“ - იულია ნავალნაიას თქმით, ქმრის საქმეს ის გააგრძელებს

გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. მე მინდა ვიცხოვრო თავისუფალ რუსეთში, მინდა ავაშენო თავისუფალი რუსეთი. სამი დღის წინ ვლადიმირ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი, ალექსეი ნავალნი. პუტინმა ჩემი შვილების მამა მოკლა. პუტინმა წაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, მაგრამ პუტინმა ნავალნი თქვენც წაგართვათ. მასთან ერთად უნდოდა მოეკლა ჩვენი იმედი, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა იულია ნავალნაიამ.

ალექსეი ნავალნის მეუღლემ საზოგადოებას მოუწოდა, მასთან ერთად იბრძოლონ ომის წინააღმდეგ, უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ.

„მე გავაგრძელებ ალექსეი ნავალნის საქმეს. განაგრძეთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. მოგიწოდებთ, ჩემს გვერდით დადგეთ. გავიზიაროთ არა მხოლოდ მწუხარება და ტკივილი, არამედ, გთხოვთ, გაიზიაროთ ჩემი სიბრაზეც“, - განაცხადა იულია ნავალნაიამ ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა.