loader

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ხელისუფლებამ შეთანხმების წინადადებაზე უარი განუცხადა - რას აცხადებს ადვოკატი და რა წერია სტრასბურგის დოკუმენტში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ხელისუფლებამ შეთანხმების წინადადებაზე უარი განუცხადა - რას აცხადებს ადვოკატი და რა წერია სტრასბურგის დოკუმენტში?

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას სახელმწიფომ მორიგებაზე უარი განუცხადა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი განმარტავს, ხელისუფლებამ, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, უარის შესახებ დოკუმენტაცია რამდენიმე დღის წინ გაგზავნა, სასამართლოდან კი ადვოკატმა წერილობითი დოკუმენტაცია მიიღო.

თოდუა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება კალანდიასთან მორიგებაზე წავიდოდა, მას მოუწევდა ეღიარებინა, რომ მსჯავრდებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ უზრუნველყო.