loader

"ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს კიდეც მერაბი" - რას წერს გიორგი კეკელიძე UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს კიდეც მერაბი" - რას წერს გიორგი კეკელიძე UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაზე

"ბიბ­ლუ­სის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი, მწერალი გიორგი კეკელიძე, UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებებს ეხმაურება:

"არსებობენ ქვეყნის ნამდვილი და მუდმივმოქმედი ელჩები და ეგეთი არის Merab "The Machine" Dvalishvili , არათუ მხოლოდ შესანიშნავი სპორტსმენი, არამედ დიდებული მოქალაქე და პატრიოტი. ვულოცავ მერაბს და დიდი წარმატება Ilia Topuria - ს.

P.S. ხომ არის ხოლმე, რაღაც უცნაური, შეგუებული მიდგომა: სპორტსმენია და ბურთი აგოროს, ან მუშტი მოიქნიოს - მეტი არ ევალება და სხვანი. არა, ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს კიდეც მერაბი," - წერს გიორგი კეკელიძე.