"ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს კიდეც მერაბი" - რას წერს გიორგი კეკელიძე UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაზე
"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე, UFC-ის ორი ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებებს ეხმაურება:
"არსებობენ ქვეყნის ნამდვილი და მუდმივმოქმედი ელჩები და ეგეთი არის Merab "The Machine" Dvalishvili , არათუ მხოლოდ შესანიშნავი სპორტსმენი, არამედ დიდებული მოქალაქე და პატრიოტი. ვულოცავ მერაბს და დიდი წარმატება Ilia Topuria - ს.
P.S. ხომ არის ხოლმე, რაღაც უცნაური, შეგუებული მიდგომა: სპორტსმენია და ბურთი აგოროს, ან მუშტი მოიქნიოს - მეტი არ ევალება და სხვანი. არა, ისეთი ქვეყნის შვილმა, როგორიც საქართველოა, გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს და ამას აკეთებს კიდეც მერაბი," - წერს გიორგი კეკელიძე.