"ვაიმეე, ბოდიშით რა... ეს რა იყო?" - ლაშა ბექაურის რეაქცია, ილია თოფურიას გამარჯვების შემდეგ
რამდენიმე წუთის წინ ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური თოფურიას წარმატებას თვალს ადევნებდა და მისი გამარჯვების შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა.
შეგახსენებთ, მატადორს კარიერაში 15-დან 15 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო UFC-ში 7-დან 7 გამარჯვება აქვს