loader

მერაბ დვალიშვილის პასუხი სეხუდოს, როცა მისი გაღიზიანება სცადა -"მე ქართველი ვარ და რუსულად არ ვსაუბრობ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერაბ დვალიშვილის პასუხი სეხუდოს, როცა მისი გაღიზიანება სცადა -"მე ქართველი ვარ და რუსულად არ ვსაუბრობ"

ქარ­თუ­ლი MMA-ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე 1 დღე დარ­ჩა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, UFC-ი 298-ზე მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი სე­ხუ­დოს შეხ­ვდე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკვე ულა­პა­რა­კოდ მი­ი­ღებს ქამ­რის­თვის (შონ ომა­ლი ჩიტო ვე­რას 9 მარტს შეხ­ვდე­ბა) ჩხუ­ბის შანსს, რაც შე­ე­ხე­ბა ილია თო­ფუ­რი­ას, "მა­ტა­დო­რი" ლე­გენ­და­რულ ავ­სტრა­ლი­ელს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის წა­სარ­თმე­ვად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

რა თქმა უნდა, და­ძა­ბუ­ლო­ბა და ნერ­ვი­უ­ლო­ბა პიკს აღ­წევს, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბი წო­ნის კლე­ბის ეტაპს ერ­თად გა­დი­ან და ერ­თმა­ნეთს უმ­ძი­მეს მო­მენ­ტში ამ­ხნე­ვე­ბენ, იქ­ვეა ალექ­სი თო­ფუ­რია, რო­მელ­მაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან უკვე გა­ა­ფორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და ოქ­ტა­გონ­ზე სულ მალე ვე­ლით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჰენ­რი სე­ხუ­დო წარ­მო­შო­ბით მექ­სი­კე­ლია, თუმ­ცა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის სა­ხე­ლით არ იბ­რძვის და რე­ა­ლუ­რად არც არას­დროს საუბრობს მშობ­ლი­ურ წარ­მო­მავ­ლო­ბაზე, რა­ზე­დაც მე­რა­ბიმ იხუმ­რა, რომ მექ­სი­კელ ხალ­ხს გა­ა­ხა­რებს და მათი დრო­შაც ააფ­რი­ა­ლა, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან ესი­ა­მოვ­ნა და ოვა­ცი­ებ­მაც არ და­ა­ყო­ლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ამ­ბავ­ზე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა სე­ხუ­დომ გა­და­წყვი­ტა მე­რა­ბის­თვის პრო­ვო­კა­ცია და რუ­სუ­ლად და­უ­წყო სა­უ­ბა­რი. ამ დროს ქარ­თველ­მა მი­უ­გუ: "მე ქარ­თვე­ლი ვარ და რუ­სუ­ლად არ ვსა­უბ­რობ".

ნახეთ სრულად>>>

ვიდეო: setantafng