მერაბ დვალიშვილის პასუხი სეხუდოს, როცა მისი გაღიზიანება სცადა -"მე ქართველი ვარ და რუსულად არ ვსაუბრობ"
ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე 1 დღე დარჩა. მოგეხსენებათ, UFC-ი 298-ზე მერაბ დვალიშვილი სეხუდოს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში უკვე ულაპარაკოდ მიიღებს ქამრისთვის (შონ ომალი ჩიტო ვერას 9 მარტს შეხვდება) ჩხუბის შანსს, რაც შეეხება ილია თოფურიას, "მატადორი" ლეგენდარულ ავსტრალიელს ჩემპიონის ტიტულის წასართმევად დაუპირისპირდება.
რა თქმა უნდა, დაძაბულობა და ნერვიულობა პიკს აღწევს, ქართველი მებრძოლები წონის კლების ეტაპს ერთად გადიან და ერთმანეთს უმძიმეს მომენტში ამხნევებენ, იქვეა ალექსი თოფურია, რომელმაც ორგანიზაციასთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება და ოქტაგონზე სულ მალე ველით.
მოგეხსენებათ, ჰენრი სეხუდო წარმოშობით მექსიკელია, თუმცა საკუთარი ქვეყნის სახელით არ იბრძვის და რეალურად არც არასდროს საუბრობს მშობლიურ წარმომავლობაზე, რაზედაც მერაბიმ იხუმრა, რომ მექსიკელ ხალხს გაახარებს და მათი დროშაც ააფრიალა, დამსწრე საზოგადოებას ეს ფაქტი ძალიან ესიამოვნა და ოვაციებმაც არ დააყოლა, სავარაუდოდ, ამ ამბავზე გაღიზიანებულმა სეხუდომ გადაწყვიტა მერაბისთვის პროვოკაცია და რუსულად დაუწყო საუბარი. ამ დროს ქართველმა მიუგუ: "მე ქართველი ვარ და რუსულად არ ვსაუბრობ".
ვიდეო: setantafng