loader

ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს - "ფასდაუდებელია მისი წვლილი... ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილს აქვეყნებს - "ფასდაუდებელია მისი წვლილი... ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო"

"ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება" - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მოჭდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ივანიშვილის სამძიმრის წერილს "ქართული ოცნება" ავრცელებს:

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ბატონი ლევანი იყო ოლიმპიური თამაშების ორგზის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონი - საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

არა მხოლოდ თავისი სპორტული მიღწევებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ლევან თედიაშვილი მუდამ იქნება მომავალი თაობისთვის მისაბაძი პიროვნება.

ვუსამძიმრებ სახელოვანი სპორტსმენის, ყველა დროის საუკეთესო მოჭიდავეთა დიდების დარბაზის წევრის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ სამყაროსა და მთელს ქართულ საზოგადოებას"...