loader

"უდიდესი კაცი წავიდა! შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო... ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა... ამ ტკივილით იცხოვრა" - რას წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი ლევან თედიაშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უდიდესი კაცი წავიდა! შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო... ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა... ამ ტკივილით იცხოვრა" - რას წერს რეჟისორი სანდრო ელოშვილი ლევან თედიაშვილზე

რეჟისორი სანდრო ელოშვილი მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება.

"უდიდესი კაცი წავიდა... ლეგენდარული ლევან თედიაშვილი! გარდა იმისა, რომ 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ჩემი აზრით 100 გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში!

მარტო ის რად ღირს, ირანში რომ მოიგო ფინალი, ჯილდოებზე და პრიზებზე უარი თქვა და შაჰს ერთი მოჭიდავის ციხიდან გამოშვება სთხოვა, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი...

19 წლის ბიჭი, ვახო რომ ომში წავიდა, გაყვა... სად მოდიხარო? რომ ჰკითხა შვილმა, შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო... ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა... ამ ტკივილით იცხოვრა...

საერთოდ ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა... ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის! ლევან თედიაშვილს გაუმარჯოს! მშვიდობით ჩემპიონო!" - წერს სანდრო ელოშვილი.

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი 76 წლის ასაკ­ში დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.