loader

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში, სადაც ის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა თავად პრეზიდენტ ზურაბიშვილის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

მიუნხენის მე-60 კონფერენცია გუშინ გაიხსნა და ხვალ უნდა დასრულდეს.

მასში საქართველოს პრეზიდენტის გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე სასაუბროდ, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ და მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში: ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მზადყოფნის უზრუნველყოფა (Better Safe Than Sorry: Securing NATO’S Easters Flank Readiness).