loader

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ვერა ჟუროვას შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ჟუროვასთან შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს, გუშინ გაიხსნა.

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

ოპოზიციონერი დეპუტატები კონფერენციაში პრეზიდენტის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ინტერესებს ნათლად უნდა წარმოაჩინოს.