loader

"რაც ხდება, წარმოუდგენელია... ვიდეო ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს" - 16 წლის ნუცას ემოციები, როცა გაიგო, რომ University of Sussex-ის სტუდენტი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რაც ხდება, წარმოუდგენელია... ვიდეო ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს" - 16 წლის ნუცას ემოციები, როცა გაიგო, რომ University of Sussex-ის სტუდენტი გახდა

16 წლის ნუცა ლაგვილავა University of Sussex-ის სტუდენტი გახდა. სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს ნუცას ემოციები, როცა სასიხარულო ამის შესახებ შეიტყო.

"მიზანი უნდა გქონდეს, რომ იცხოვრო. ოცნება უნდა გქონდეს, რომ იბრძოლო. ჰოდა, ჩემი მიზანი იყო, უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება შვილებისთვის, ჩემმა პატარამ და ამავდროულად დიდმა გოგომ კი, იბრძოლა, იოცნება და მიზანსაც მიაღწია.

ყველა დედისთვის შვილის წარმატება დიდი ჯილდოა და მე დღეს ეს ჯილდო მივიღე.

საოცრად მეამაყება, რომ მისი დედა ვარ და კიდევ უფრო ვამაყობ, რომ ჩვენ ეს ერთად შევძელით.

ქედს ვიხრი შენი შრომის წინაშე, დედი! 16 წლის ნუციკო სტუდენტია... დედა, შენ მადლობის ცალკე პოსტი გეკუთვნის" - წერს ნუცა ლაგვილავას დედა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

მოგვიანებით დედამ მეორე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ასეთ გამოხმაურებას არ ელოდა:

"რაც ჩემს ფეისბუქგვერდზე ხდება და საერთოდ, სოციალურ ქსელში, ეს არის წარმოუდგენელი რამ... მე, ჩემი სიხარული გავუზიარე ჩემს ფეისბუქმეგობრებს და ვიდეო ვირუსულად მოედო მთელ სოციალურ ქსელს… უბედნიერესი ვარ, ამდენ თბილ და ტკბილ კომენტარებს რომ წერთ და ვკითხულობ…

ძალიან ბევრნი ხაართ, აი, ძალიან და ფიზიკურად შეუძლებელია სათითაოდ ყველას დაგიბრუნოთ პასუხი და მოგეფეროთ. ამიტომ, აქ ამ სტატუსით მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა ყველას. თქვენ, ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილის მსურველებო, ვინც გულწრფელად მომილოცეთ და გაიზიარეთ ეს სიხარული, გისურვებთ ასმაგად უკან დაგიბრუნდეთ თქვენი და თქვენი შვილების წარმატებით.

ბოლოს, ვისაც შეგშურდათ და ვერ დაფარეთ ეს შური, კახი კავსაძის სიტყვებით გეტყვით: "არასოდეს, არავისი, არაფერი არ შეგშურდეს და შენ იქნები წარმატებული"...