loader

"თუ მომკლავენ..." - რა გზავნილი დაუტოვა ალექსეი ნავალნიმ რუს ხალხს, იმ შემთხვევაში, თუ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თუ მომკლავენ..." - რა გზავნილი დაუტოვა ალექსეი ნავალნიმ რუს ხალხს, იმ შემთხვევაში, თუ ის ცოცხალი აღარ იქნებოდა

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ, რუს ხალხს მითითება დაუტოვა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში, დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელონ. აღნიშნული ვიდეოფრაგმენტი დენიელ რორის ფილმიდანაა - "ნავალნი", რომელიც 2022 წელს გადაიღო.

ჟურნალისტი: თუ დაგაპატიმრებენ და ციხეში გაგიშვებენ, ან მოხდება წარმოუდგენელი რამ და მოგკლავენ, რა გზავნილს დაუტოვებ რუს ხალხს?

ნავალნი: რუსი ხალხისთვის ჩემი გზავნილია, რომ თუ მომკლავენ, ძალიან მარტივია - არ დანებდეთ!

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის რეგიონული დეპარტამენტის ცნობით, დღეს, სასჯელაღსრულების მე-3 გამოსასწორებელ კოლონიაში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა. უწყების მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ.