"არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ შემძრა ამბავმა" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?
"გუშინდელი ვიდეოა. არ უნდა გაგვკვირვებოდა, მაგრამ შემძრა ამბავმა" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე და ვიდეოს აქვეყნებს.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის კოლონიაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას „მედუზა“ ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ადგილობრივ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო იზოლატორში.
ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.