loader

ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა - “მსჯავრდებულმა გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა...“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსეი ნავალნი კოლონიაში გარდაიცვალა - “მსჯავრდებულმა გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა...“

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის რეგიონალური განყოფილების ინფორმაციით, რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე ალექსეი ნავალნი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის მე-3 კოლონიაში, ე.წ. პოლარული მგლის კოლონიაში გარდაიცვალა.

როგორც სამსახური წერს, „მსჯავრდებულმა ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა. მასთან სასწრაფოდ მივიდნენ სამედიცინო მუშაკები და გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ჩატარდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს“.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

14 თებერვალს პოლიტიკოსის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი პატიმრობის პერიოდში ოცდამეშვიდედ გაგზავნეს სადამსჯელო საკანში.

ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.