loader

"გაგვამწარეს ხელოვნურად... სრულიად ჯანმრთელი ბავშვი წაგვართვეს" - ბათუმში ახალშობილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაგვამწარეს ხელოვნურად... სრულიად ჯანმრთელი ბავშვი წაგვართვეს" - ბათუმში ახალშობილის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ბა­თუმ­ში ახა­ლშო­ბი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში ოჯა­ხი ექი­მებს ადა­ნა­შა­უ­ლებს. სა­უ­ბა­რია კლი­ნი­კა "ბი­-ემ­-სის" ექი­მებ­ზე: ვაჟა ცი­რე­კი­ძე­სა და მაია ძნე­ლა­ძე­ზე. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­შო­ბი­ლის ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლგა­ზრ­და ქა­ლის ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ო­დი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ექი­მე­ბის მიერ არას­წო­რი პრე­პა­რა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენტს ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა და­ე­წყო.

ოჯა­ხის თქმით, ახალ­შო­ბი­ლი და­ბა­დე­ბი­დან მე­ო­რე დღეს და­ი­ღუ­პა. ბა­რა­მი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­მარ­თავს, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნუ­ლი ექი­მე­ბის დას­ჯას მო­ი­თხო­ვს. ბა­რა­მი­ძე­ე­ბის ოჯა­ხის ბრალ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა თა­ვად კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია: "მო­გე­სალ­მე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ბრი­ფინ­გამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის­თვის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ­შო­ბი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა სხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, ახალ­შო­ბი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ ით­ვა­ლის­წი­ნებს შემ­თხვე­ვის შეს­წავ­ლას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი კო­მი­სი­ის მიერ.

ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლებს კო­მი­სი­ას­თან შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში და იმოქ­მე­დებს კო­მი­სი­ის დას­კვნი­სა და მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ეტაპ­ზე, და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი არ გა­კეთ­დე­ბა. პა­ტი­ვის­ცე­მით, ბა­თუ­მის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ად­მი­ნის­ტრა­ცია”, - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში.

ავტორი: მარიკო კეკელიძე