რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - "გამოვიდეს, დაგველაპარაკოს"
აჭარის მთავრობის სახლთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.
შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მოსახლეობის თქმით, ისინი სოფელში კარიერულ სამუშაოებს აპროტესტებენ.
მათივე განცხადებით, ქვა-ღორღის კარიერული წესით მოპოვება სოფელში განსაკუთრებულ პრობლემებს გამოიწვევს, კერძოდ, სასმელ წყალთან დაკავშირებით. აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მთავრობის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს სთავაზობს, რომ ხუთი ადამიანი მთავრობის სახლში შევიდეს, რომლებსაც გაესაუბრებიან.
აღნიშნულ შეთავაზებას, მოქალაქეები არ ეთანხმებიან და შეხვედრას ყველა ერთად ითხოვს.
ავტორი: მარიკო კეკელიძე