loader

"ტრავოლტას გიფის" მდგომარეობაში ვარ მაგის წაკითხვის შემდეგ" - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბინაში 2 ძაღლი და 2 კატა ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტრავოლტას გიფის" მდგომარეობაში ვარ მაგის წაკითხვის შემდეგ" - რას ჰყვება ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ბინაში 2 ძაღლი და 2 კატა ჰყავს

ქვეყანაში ძაღლისა და კატის ყოლის, ასევე, მიკედლების წესები გამკაცრდება. "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული ახალი კანონპროექტი "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" ზღუდავს საცხოვრებელი კორპუსების თითოეულ ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლას. მეოთხე და ყოველი შემდეგი შინაურის ყოლისთვის საჭიროა მეზობლების უმრავლესობის თანხმობა. გამონაკლისი დაიშვება 2 თვემდე კნუტებისა და ლეკვების ყოლის შემთხვევაში. ამ წესის დამრღვევი მეპატრონისთვის ჯარიმა 300 ლარით განისაზღვრა.

კანონპროექტი პარლამენტში 2023 წლის 27 დეკემბერს დარეგისტრირდა და კრიტიკის საგანიც გახდა. ეკა ლომიძე ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან ცხოველთა დამცველს შორის, რომელსაც ახალმა კანონპროექტმა კითხვები გაუჩინა. მისთვის ეს ჩანაწერი აბსურდულია და მთავარ პრობლემებსა და გამოწვევებს ვერ აკმაყოფილებს. კითხვის ნიშნები ჩნდება აღსრულების ნაწილშიც, რომელიც ამ დრომდე დაზუსტებული არ არის.