loader

ვინ არიან ქუთაისში უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულები - "საშინელება ხდება, მთელი უბანი გლოვობს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ქუთაისში უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულები - "საშინელება ხდება, მთელი უბანი გლოვობს"

ქუ­თა­ის­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილები ერთმანეთის მეზობლები არიან. დაღუპულები არიან 65 წლის და 44 წლის ქალბატონები. ისინი ზებრაზე გადადიოდნენ, რა დროსაც ძლიერი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახათ.

„საშინელება ხდება, მთელი უბანი გლოვობს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ასეთი ავარია არ უნახავთ, ყველა შოკშია“, - ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობელი.

სწრა­ფად მო­მა­ვალ­მა მძღოლ­მა ქვე­ი­თე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა და და­ე­ჯა­ხა, თუმ­ცა მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა და­მუხ­რუ­ჭე­ბა ვერ შეძ­ლო და დამ­ტვრე­ულ ადა­მი­ა­ნებს მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლიც და­ე­ჯა­ხა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბის ცხედ­რე­ბი და­ა­ნა­წევ­რა.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო.