მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს - კადრები ადგილიდან
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი ამოიყვანეს.
ავტომობილიდან მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.
ცნობისთვის, სამძებრო სამუშაოები მტკვარში მას შემდეგ დაიწყო, რაც მეტეხის ხიდზე ავტომობილი მოაჯირს შეეჯახა და წყალში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.