loader

გარდაიცვალა მსახიობი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გარდაიცვალა მსახიობი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე

მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. კოტ­რი­კა­ძე მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია.

"ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა, ჩემი მე­გობ­რის დედა და ბავ­შვო­ბი­დან ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა" - წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძემ სულ სამ ფილმში ითა­მა­შა, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ რო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში.

15 წლის იყო, პირ­ვე­ლად რე­ჟი­სორ­მა სოსო ჩხა­ი­ძემ რომ გა­და­ი­ღო ფილმში "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი". მერე ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძემ ათა­მა­ში ფილმში "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი" და ბო­ლოს ლერი ხო­ტი­ვარ­მა და­უ­ძა­ხა ეკას როლ­ზე "მხი­ა­რულ რო­მან­ში". შემ­დე­გაც უამ­რავ­მა რე­ჟი­სორ­მა შეს­თა­ვა­ზა გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას უარს ეუბ­ნე­ბო­და.