loader

“არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი...“ - რას წერს ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი...“ - რას წერს ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი, რომელმაც ბაღდათის სტიქიისას მეუღლე და სამი შვილი დაკარგა

“რატომ, ღმერთო, რატომ... რატომ მომასწარი ამ დღეს... არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი...“- ვიდეოს და სტატუსს "ფეისბუქზე" მადონა რობაქიძე ავრცელებს, რომლის 3 შვილი და მეუღლე ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მეწყერმა იმსხვერპლა.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

ოჯახი გა­სულ კვი­რას დაკ­რძა­ლეს. ბავ­შვე­ბის დედა ემიგ­რა­ცი­ა­ში იყო, რო­დე­საც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და. მა­დო­ნა რო­ბა­ქი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ვი­დე­ოს და ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"რა­ტომ, ღმერ­თო, რა­ტომ... რა­ტომ მო­მას­წა­რი ამ დღეს... არ შე­მიძ­ლია, მეწ­ვის ყვე­ლა­ფე­რი" - წერს მა­დო­ნა რო­ბა­ქი­ძე.