loader

ნინო სურგულაძის მოულოდნელი შესრულება კატანიის ისტორიულ ცენტრში, რომელსაც თავად პრინცმა უმასპინძლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო სურგულაძის მოულოდნელი შესრულება კატანიის ისტორიულ ცენტრში, რომელსაც თავად პრინცმა უმასპინძლა

მეცო-სოპ­რა­ნოს ნინო სურ­გუ­ლა­ძე, სიცილიაში, კატანიის ისტორიულ ცენტრს ესტუმრა, რომელიც დღემდე სამეფო ოჯახის, პრინცების, ბისკარების ოჯახის საკუთრებაა. ქართველ მეცო-სოპრანოს, თავად პრინცმა უმასპინძლა.

"დღეს სიცილიაში, კერძოდ კატანიის ისტორიულ ცენტრში მქონდა ვიზიტი სიცილიის ყველაზე ლამაზ და ისტორიულ სასახლეში რომელიც კერძოა და ეკუთვნის დღემდე პრინცების, ბისკარების ოჯახს, იგივე, მონკადების ოჯახს სადაც მათი შათამომავალი პრინცი გვმასპინძლობდა. აკუსტიკა შევამოწმე:) და მომეწონა, თანაც ახალგაზრდები იყვნენ სტუმრად და იმედი მაქვს ისინი ოპერის მოყვარელები გახდებიან.სასახლეში 200 მდე ოთახია, ხშირად ეწყობა კერძო და ოფიციალური მიღებები. სამეფო ოჯახებიც სტუმრობენ. როგორც პრინცმა მოგვითხრო ინგლისის დედა დედოფალი ელისაბედი სასახლეში ვიზიტისას აღფრთოვანდა სასახლით.," - წერს ნინო სურგულაძე