loader

"დაე, ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში" - სოსო ჯაჭვლიანის სახლთან, სვანეთში, "ლიფანე" გააკეთეს: ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაე, ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში" - სოსო ჯაჭვლიანის სახლთან, სვანეთში, "ლიფანე" გააკეთეს: ემოციური კადრები

"ღმერთმა ასე ინება: სოსოს ეზოში, სვანური ზარით, თოვლის მაგიდაზე, ძველებური წესით, - სანთლებით, პურზე დაწყობილი ოთხი კერძით, სვანური არყითა და ღვინით, ,,ლიფანე" გაგვეკეთებინა...

დღეს მოვედით, ვიტირეთ, ვესაუბრეთ სოსოს სულს... ყველა გარდაცვლილი მოვიგონეთ. ქუდოსნებმა ,,ზარი" თქვეს. ძალიან მადლობელი დავრჩი ამ ვაჟკაცების. სათითაოდ ჩამოვთვლიდი, მაგრამ ყველას სახელი და გვარი არ ვიცი და არ მინდა ვინმე გამომრჩეს, თავადაც ნახავთ... მშვიდობა ჰქონოდეს თითოეულ მათგანს! მადლობა ყველას! გავიხედეთ, ,,ზარის" ხმაზე მეზობელი სასტუმროდან ფრანგები მოვიდნენ. თურმე ამ ფრანგ მამაკაცს საქართველოში ბევრი რამე აქვს გადაღებული და თბილისში ერთ-ერთი გადაღებისას, სოსო ჯაჭვლიანთან ვისაუბრეო - თქვა. მანაც ასწია ერთი ჭიქა... აქაც გადაიღო ყველაფერი, გაოცებით უყურებდა სოსოს უბრალო სახლს.

ღმერთს დიდება და მადლობა ყველაფრისათვის! მენანები, სოსო... ჩვენი გვარის ერთ-ერთი კარგი ვაჟკაცი, მკლავჭიდელი - მსოფლიო ჩემპიონი... და მერეა შენი სხვა ნიჭები. შენი მსახიობობა სხვათა როლებია. შენი ნამდვილი როლი, შენი კაცობაა დასანანი... დაე, ყველამ ნახოს, როგორ უბრალოდ ცხოვრობდი, როგორი უბრალოა შენი ეზო-კარი მესტიაში, სადაც ქოხებიც კი ,,სასახლეებად" აქციეს. როგორი პატიოსანიც იყავი, ის ეტყობა შენს სახლს. ამიტომ აწუხებდათ შენი კარგი სახელი ფულზე სულგაყიდულებს................ და ბოლოს მაინც ვიტყვი, სვანეთის გმირები და მოღვაწენი სვანეთში რომ დაიკრძალონ, უმჯობესია. მშობლიურმა მთებმა უნდა ჩაიკრან გულში. ღმერთმა მარადიულ ნათელში დაამკვიდროს მათი სულები! ამენ!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის ნათესავი ქრისტინა ჯაჭვლიანი წერს.