loader

"ვარკეთილში ძლიერ ქარს ვერ უძლებს სახურავები და ამ ქანდაკებას გაუძლებს?!" - რამ აღაშფოთა ვარკეთილის მოსახლეობა და რა ხდება რეალურად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვარკეთილში ძლიერ ქარს ვერ უძლებს სახურავები და ამ ქანდაკებას გაუძლებს?!" - რამ აღაშფოთა ვარკეთილის მოსახლეობა და რა ხდება რეალურად?

ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების შემდეგ "თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი" ნამუშევარს ვარკეთილში, კორპუსის სახურავზე გამოფენს.

ვარკეთილი 3-ის, მეორე მიკრორაიონის მე-18 კორპუსის სახურავის 17-მეტრიან მონაკვეთზე ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ხელოვნების ნაწარმოების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ნაწარმოები მე-18 კორპუსის სახურავზე ერთი ან მაქსიმუმ ორი წლით განთავსდება.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში განხილვა მოჰყვა. ვარკეთილის მოსახლეობამ ჩათვალა, რომ ზაარბრიუკენის მსგავსი ქანდაკება ვერკეთილში, კორპუსზე განთავსდება.

ფაქტს ვარკეთილის მაჟორიტარი რეზი სოხაძეც გამოეხმაურა.

„მეგობრებო, არანაირი ქანდაკება სახურავზე არ იდგმება!!!! სახურავზე გაკეთდება რაიმე ინსტალაცია, წარწერა. დარწმუნებული ვარ, საინტერესო ნამუშევარი შეიქმნება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ის ქანდაკებები, რომლებიც ახლა ქალაქში იდგმება დროებით, საბოლოოდ, სამხედრო დაგეგმილ დიდ პარკში დაიდგმება“ - წერს სოხაძე.