loader

ახალი გადაწყვეტილება მძღოლებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი გადაწყვეტილება მძღოლებისთვის, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

1-ელი აპრილიდან თბილისში, წერეთლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ისინი, ვინც წერეთელსა და მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს, საკუთარი ავტომობილების სანომრე ნიშნების რეგისტრაციის შემთხვევაში, მანქანის გაჩერებას დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა შშმ პირებისთვის, ელექტროავტომობილის მფლობელებისა და „A” კატეგორიის ტაქსებისთვის. სხვა შემთხვევაში, ტარიფის ღირებულება 1 საათი 1 ლარია.