loader

"უფლებას ვაძლევ თავს, მეც ვისაუბრო ამ საკითხზე..." - კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უფლებას ვაძლევ თავს, მეც ვისაუბრო ამ საკითხზე..." - კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება

ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენი ხელოვნებათმცოდნე გვყავდა ქვეყანაში, ეს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა - ზოგს მოსწონს აღნიშნული ქანდაკება, ზოგს არ მოსწონს. მე მომწონს და მინდა, გიორგის წარმატება ვუსურვო, მართლაც შთამბეჭდავია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმულ ქანდაკებაზე, „დროის ნაწნავებზე“, გამოთქმულ მოსაზრებებს.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ყველას გვერდში დაუდგება, ვინც თბილისისთვის მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს აკეთებს და მომავალში გააკეთებს.