"არ მიკვირს მათი პოზიციები... 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები..." - მამა პეტრე საპატრიარქოს განცხადებას, რომ სინოდალურმა კომისიამ მისი მღვდელმოქმედების შეჩერება მოითხოვა, ინგლისიდან პასუხობს
სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, Ambebi.ge-სთან ინტერვიუში მამა პეტრე კოლხმა ისაუბრა:
"მკვეთრი განცხადებებით გამოვირჩევი, ის, რომ ბევრი ისეთი განცხადება გავაკეთე, მათთვის მიუღებელია. თუმცა ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ და შესაბამისად, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაგებ პასუხს ყველას წინაშე. ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც. იმედია, ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ეს დღეები მე ვერ ჩამოვალ საქართველოში, 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები", - აცხადებს მამა პეტრე.
ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/305739-mama-petre-sapatriarkos-inglisidan-pasuxobs-ratom/?fbclid=IwAR3Lc3hwvFooUzoTseCoGMTedBK_4goFcXVxxsbzbC_1phUHOyArnUudrXc