loader

სიახლე ვაკის პარკში - "ვიზუალურად ნორმალურია, მაგრამ არაპრაქტიკულია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე ვაკის პარკში - "ვიზუალურად ნორმალურია, მაგრამ არაპრაქტიკულია"

ვაკის პარკში თანამედროვე ტიპის ურნები და საფერფლეები განთავსდა. 100 ერთეული ურნა გარე განათების ბოძებზე დამონტაჟდა.

ურნის საკიდი რგოლი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, სადაც მოთავსებულია სპეციალური ხსნარით დამუშავებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკი, რომლის საშუალებითაც არ ხდება მასზე ცხოველების ზემოქმედება.

სიახლემ სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ მოქალაქეები - როგორც აღმოჩნდა, მათ უმრავლესობას ახალი ურნები მოსწონს.