loader

"სტუმრად მივედით ჩვენივე ქორწილში, არ ვიცოდით, რა დაგვხვდებოდა; საოცრება იყო, ასეთი წვეულებები არ იმართებოდა იმ დროს საქართველოში" - რა კადრებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სტუმრად მივედით ჩვენივე ქორწილში, არ ვიცოდით, რა დაგვხვდებოდა; საოცრება იყო, ასეთი წვეულებები არ იმართებოდა იმ დროს საქართველოში" - რა კადრებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე?

ნანიკო ხაზარაძე აქვეყნებს კადრებს და წერს, "მე ვიყავი პირველი influencer, ასე გამოდის".

აი, ეს ქორწილი გამიკეთა კომპანიამ “ულტრა ივენთ”.

მე მხოლოდ ჩასაცმელზე ვიზრუნე. იმ დღეს ჩვენც სტუმრად მივედით ჩვენივე ქორწილში. არ ვიცოდით, რა დაგვხვდებოდა.

ასეთი წვეულებები არ იმართებოდა იმ დროს საქართველოში. ქორწილი ღია ცის ქვეშ, “16 რაუნდის” ტერიტორიაზე იყო. საოცარი დეკორაცია, იმ დროისთვის უცნაური საჭმელები და ალკოჰოლი მხოლოდ “აბსენტი” (გადასარევად გაერთო ყველა) იყო ფოიერვერკი !!!!!! საჩუქრად სასტუმრო მეტეხის ორდღიანი ვაუჩერი გვაჩუქეს! გარდა ამისა, იმდენი საჩუქარი მივიღეთ, ხალხო, რომ სახლში ძლივს მივიტანეთ. საოცრება იყო. პატარა @kahaberiofficial, @stephanemgebrishvili და @darsmelidze_ გვიმღეროდა მთელი საღამო და არამარტო. მოკლედ, ასეთი მაგარი ქორწილი მგონი არავის ჰქონია! მადლობა, ნინო და თამუნა.

ეს კომპანია მალევე გაქურდეს და ჩვენი ქორწილის ყველა ფოტო-ვიდეომასალაც გაქრა. კიდევ კაი, ქორწილს გადაცემა “ამბობენ” და პირადად @burdgu იღებდა, თორემ არც ეს მასალა გვექნებოდა. მადლობა თეა გვასალიას, ყველა ამას აზიარებს და გავაზიარებ მეც. მაინც მე ვარ @raspberryicinizz ლილუ, დე, შენც აქ ხარ." - წერს ნანიკო ხაზარაძე.