loader

გამვლელების რეაქციები, როცა ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკება პირველად დაინახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამვლელების რეაქციები, როცა ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარი ქანდაკება პირველად დაინახეს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნია ზა­არბრი­უ­კე­ნის (ვო­რონ­ცო­ვის) მო­ე­დან­ზე მდგა­რი ახა­ლი ქან­და­კე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი წერს, რომ ამ ად­გილს ეს ქან­და­კე­ბა არ შე­ე­ფე­რე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს მი­აჩ­ნია, რომ ეს ძეგლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის იდე­ას.

რო­გორც გა­ირ­კვა, ქან­და­კე­ბის ავ­ტო­რი ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნი გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლია. ნა­მუ­შე­ვარს "დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი" ჰქვია. ხა­ნი­აშ­ვი­ლის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იძებ­ნე­ბა ფო­ტო­ე­ბი, რო­მლებ­ზეც აღ­ბეჭ­დი­ლია, რო­გორ და­ი­წყო ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვან­მა ქან­და­კე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა.

რო­გორც გა­ირ­კვა, გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის "დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და და სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყდა მისი დად­გმა ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­დან­ზე. ქან­და­კე­ბის გახ­სნის­თვის და­ა­ნონ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: "თბი­ლი­სის სა­ჯა­რო ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დი მო­ხა­რუ­ლია წარ­მო­გიდ­გი­ნოთ კონ­კურ­სში „სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მუდ­მი­ვი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ქ. თბი­ლი­სი, ზა­არბრი­უ­კე­ნის მო­ე­და­ნი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი: გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის „დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი“, კუ­რა­ტო­რი ირი­ნა პო­პი­აშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის "დრო­ის ნაწ­ნა­ვე­ბი" წარ­მო­ად­გენს სამ მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის ყვი­თე­ლი ტუ­ფის ქვა­ში გა­მოთ­ლილ მო­ნო­ლი­თურ ქან­და­კე­ბას. ქან­და­კე­ბა გა­მო­სა­ხავს ქა­ლის ფი­გუ­რას, რო­მელ­საც თმა ტან­ზე აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი. ქა­ლის სხე­უ­ლი მას­ზე დახ­ვე­უ­ლი თმი­თაა შე­ფუ­თუ­ლი და ფე­ხე­ბის­კენ თმა ფეს­ვე­ბის ფორ­მას იღებს. ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ან­ტი­კურ კულ­ტუ­რას­თან არ­გო­ნავ­ტე­ბის მი­თით, კერ­ძოდ კი, მე­დე­ას სა­ხით იწყე­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ელი­ნის­ტუ­რი კულ­ტუ­რა ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხით შე­მობ­რუნ­და ჩვენ­კენ და ეს შეხ­ვედ­რა ახ­ალგაზ­რდა ქა­ლის თმის ნაწ­ნა­ვე­ბით იყო შეკ­რუ­ლი და გა­დაბ­მუ­ლი. თმის ნაწ­ნა­ვე­ბი ვა­ზის ორ­ნა­მენ­ტად შე­მო­ერ­ტყა არა მარ­ტო ქვის ფა­სა­დებს, არა­მედ ვი­ზუ­ა­ლურ და ში­ნა­არ­სობ­რივ-მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რივ გარე სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც ჩვე­ნი კულ­ტუ­რა ცხოვ­რობს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა ყო­ველ­თვის იყო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ა­თა გა­დაკ­ვე­თა­ზე აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლე­თის­კენ და ჩრდი­ლო­ე­თი­დან სამ­ხრე­თის­კენ, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ან­ტი­კურ კულ­ტუ­რას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, მის ქრის­ტი­ა­ნულ ტრანსფორ­მა­ცი­ას­თან საკ­ვან­ძო გა­მოდ­გა. მას­თან დი­ა­ლექ­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი იდენ­ტო­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე გან­სა­ზღვრავს ქარ­თულ კულ­ტუ­რას და მის სა­ხეს. გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვი­ლის ქან­და­კე­ბა სწო­რედ ამ დი­ა­ლექ­ტი­კურ ურ­თი­ერთქმე­დე­ბა­თა რეფ­ლექ­სი­აა, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ასეთ ჰიბ­რი­დულ ფორ­მას იღებს, სა­დაც ან­ტი­კუ­რი სახე და ელი­ნის­ტუ­რი თმის ფორ­მა ნელ-­ნე­ლა იშ­ლე­ბა, ხოლო რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბა ტერ­ფებს, ფეს­ვე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა.

გი­ორ­გი ხა­ნი­აშ­ვილ­მა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის ფერ­წე­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მან თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ხეში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რე­ლი­ე­ფე­ბით და ქან­და­კე­ბე­ბით და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მუ­შა­ო­ბა გა­აგ­რძე­ლა თი­ხა­ში, მე­ტალ­სა და ცე­მენ­ტში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბით. აქ­ტი­უ­რად იფი­ნე­ბა 2013 წლი­დან. 2018 წელს მო­ნა­წი­ლე­ობ­და ლი­უბ­ლი­ა­ნას გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ბი­ე­ნა­ლე­ში და გა­მო­ფე­ნი­ლი იყო დ. შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნულ გა­ლე­რე­ა­ში. 2022 წელს „Slavs and Tatars“ ხე­ლო­ვან­თა კო­ლექ­ტივ­თან ერ­თად გა­მო­ი­ფი­ნა კუნსტჰა­ლე თბი­ლი­სის გა­მო­ფე­ნა­ში ათი­ნა­თის კულ­ტუ­რულ ცენ­ტრში".