loader

"გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, შალვა კეკელიას, მისი მრევლის ჩათვლით... ჩვენც გვაქვს უფლება გავიცინოთ იმაზე, რომ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველას, შალვა კეკელიას, მისი მრევლის ჩათვლით... ჩვენც გვაქვს უფლება გავიცინოთ იმაზე, რომ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ას მიერ კლუბ "ბა­სი­ან­თან“ ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სის ჩა­ა­ტა­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს"

"გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვს ყვე­ლას, შალ­ვა კე­კე­ლი­ას და მისი მრევ­ლის ჩათ­ვლით.

ჩვენ ეს ვი­ცით.

სამ­წუ­ხა­როდ, შალ­ვა კე­კე­ლი­ამ არ იცის.

რომ იცო­დეს, ქუჩა-ქუჩა არ ირ­ბენ­და, უმ­ცი­რე­სო­ბებ­ზე ძა­ლა­დო­ბის წა­სა­ქე­ზებ­ლად.

ჩვენ ისიც ვი­ცით, რომ რო­გორც შალ­ვა კე­კე­ლი­ას აქვს გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სრუ­ლი უფ­ლე­ბა "ბა­სი­ან­თან" ილო­ცოს, ისე ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა გა­ვი­ცი­ნოთ იმა­ზე, რომ ქვეყ­ნის ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას ეს ადა­მი­ა­ნი კლუბ­თან აპ­რო­ტეს­ტებს და არა მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან".

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის ვა­კის მა­ცხოვ­რის ფე­რიც­ვა­ლე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა მამა შალ­ვა კე­კე­ლი­ამ მრევ­ლთან ერ­თად, 19 წლის გო­გოს გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კლუბ "ბა­სი­ან­თან“ ღვთის­მშობ­ლის პა­რაკ­ლი­სი ჩა­ა­ტა­რა. კლუბ­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი იყ­ვნენ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

მამა შალ­ვა მი­იჩ­ნევს, რომ 19 წლის გოგო კლუ­ბურ­მა ნარ­კო­ტიკ­მა იმ­სხვერ­პლა და და­უშ­ვე­ბე­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მოხ­მა­რე­ბა. სა­სუ­ლი­ე­რო პირი ფიქ­რობს, რომ სა­მო­მავ­ლოდ მსგავ­სი ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა რომ არ გან­მე­ორ­დეს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა გონს მო­ე­გოს და კლუ­ბებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აიკ­რძა­ლოს. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მა­ზე სა­ჭი­როა დის­კუ­სი­ე­ბი."ჩვენ ყვე­ლა­ნი ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს სამ­შობ­ლოს­თან, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ჩვენ არ მოგ­ვი­ტა­ნია დღემ­დე, ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა მო­ი­ტა­ნეს. დღე­ვან­დე­ლი დღის­თვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქარ­თვე­ლე­ბი ვმდგა­რი­ყა­ვით, უამ­რა­ვი სის­ხლი დაღ­ვა­რეს ჩვენ­მა წი­ნაპ­რებ­მა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთლი­ა­ნო­ბას. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ჩვენ ღირ­სე­ბა, პა­ტი­ვი, ეროვ­ნუ­ლო­ბა ტრა­დი­ცი­ე­ბი გვქო­ნო­და.

ცნო­ბის­თვის, კლუბ "ბა­სი­ა­ნის“ გან­ცხა­დე­ბით, 19 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც გარ­და­იც­ვა­ლა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნე­ლი მი­ზე­ზით გახ­და შე­უძ­ლოდ.

რო­გორც კლუ­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ახალ­გაზ­რდას პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ე­წია, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერც კლი­ნი­კა­ში შეძ­ლეს.