loader

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.

მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში გოჩა გო­გო­ლა­ძე:

- სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში დას­რულ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ნა­პოვ­ნია ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში და მარ­თლა მი­ჭირს სა­უ­ბა­რი. სი­ტყვე­ბი არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და სა­უ­ბე­დუ­როდ ვე­რა­ფერს შევ­ცვლით.

- ბა­ტო­ნო გოჩა, ხომ არ დაგ­ჭირ­დათ სოფ­ლი­დან სხვა ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბა?

- დიახ, 8 ოჯა­ხი გა­ვიყ­ვა­ნეთ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან და ყვე­ლა და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია. იქ არა­ვინ არის ამ წუ­თას, მიმ­დე­ბა­რედ ვინც იყო, ის ოჯა­ხე­ბი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი არი­ან, ერ­თია სო­სე­ლი­ას ოჯა­ხი. ამ უბან­ში ძი­რი­თა­დად რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თი სახ­ლი და­ზი­ან­და, ხალ­ხი ისეა შე­ში­ნე­ბუ­ლი, რომ და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა. ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ავთო რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლა სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. სამ­წუ­ხა­როდ, უბე­დურ შემ­თხვე­ვას შე­ე­წი­რა მისი 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ა­კო და ავ­თოს მე­უღ­ლე. ავ­თოს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მას მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და ჯერ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ღუპ­ვა­ზე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მას დღეს უნდა უთხრან. დედა-შვი­ლის და ავ­თოს დე­დის დაკ­რძალ­ვა სამ­შა­ბათს არის გა­და­წყვე­ტი­ლი. განაგრძეთ კითხვა