რა თქვა, გარდაცვლილი მოდელის, ელენე ეფრემიძის ძმამ, რომელიც ღამის კლუბ “ბასიანთან” მამა შალვა კეკელიასთან ერთად მივიდა
ღამის კლუბ "ბასიანთან", სადაც მამა შალვა კეკელიამ პარაკლისო გადაიხადა, 23 წლის გარდაცვლილი გოგონას, ელენე ეფრემიძის ძმა მივიდა და პირველი სატელევიზო კომენტარი გააკეთა.
ცნობისთვის, თბილისში, 23 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა, გოგონა კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე გახდა შეუძლოდ, საავადმყოფოში კი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. შსს-მ საქმე 115-ე მუხლის პირველი ნაწილით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.