loader

"შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა, მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ" - რას წერს გიორგი კეკელია ბაღ­დათ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­აზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა, მეტიც - მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ" - რას წერს გიორგი კეკელია ბაღ­დათ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­აზე

"ბიბ­ლუ­სის" შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­რექ­ტო­რი, მწერალი გიორგი კეკელიძე, ბაღ­დათ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ბაღ­დათ­ში მე­წყერ­მა ოთხი სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა და ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის ოთხი წევრია - მამა, უფროსი ვაჟი და ტყუპი გოგონები. ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა დაღუპული ბავშვების დედა, რომელიც წლები იტალიაში სამუშაოდ იმყოფებოდა.

"რა უნდა შეაგებო მშველელ სიტყვად იმ ქალს, ახლა შვილები და ქმარი რომ წაართვა მეწყერმა. იმ ქალს - მათთვის წასულს უცხო ქვეყანაში და მათ საგლოვად ჩამოსულს. უძალოა ყველა ეგეთი შემწე და იმთავითვე განწირული. შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ. დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა."