loader

"ვისაუბრეთ იმ კატასტროფებზე, რაც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ხდება" - რა საკითხებზე ისაუბრეს ნინო ჩხობაძემ და პრეზიდენტმა შეხვედრისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვისაუბრეთ იმ კატასტროფებზე, რაც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ხდება" - რა საკითხებზე ისაუბრეს ნინო ჩხობაძემ და პრეზიდენტმა შეხვედრისას

"ვისაუბრეთ იმ კატასტროფებზე, რაც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ხდება," - ამის შესახებ პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

ჩხობაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან გარემოს დაცვის საკითხებზე და ბაღდათის ამბებზე ჰქონდა საუბარი.

"ვისაუბრეთ გარემოს დაცვის საკითხებზე და ბაღდათის ამბებზე, იმ კატასტროფებზე, რაც ხდება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე რა პერსპექტივებია და რა შეიძლება რომ გაკეთდეს. ვისაუბრეთ 9 პუნქტთან დაკავშირებით და ევროპულ პერსპექტივებზე, რა შეიძლება, როგორი ჩართულობა უნდა იყოს სამოქალაქო სექტორის ამ საკითხებზე", - განაცხადა ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით გაერთიანების პლატფორმის შექმნა დააანონსა. უკვე მესამე დღეა პრეზიდენტი სასახლეში ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე განაცხადა უარი "ქართულმა ოცნებამ".