loader

"ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა" - "ენერგო-პრო ჯორჯიის" თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ელექტრობოძი გადატყდა, რასაც კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა" - "ენერგო-პრო ჯორჯიის" თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიის“ თანამშრომელი ემსხვერპლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

„ენერგო პრო ჯორჯია“ გამოძიებასთან თანამშრომლობს“, - აცხადებენ კომპანიაში.

არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იყო გაგზავნილი.

სამუშაოების შესრულებისას ელექტრობოძი გადატყდა, რასაც 50 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.